ქარელში სასაკლაო დააჯარიმეს და საქმიანობა შეუჩერეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქარელის რაიონის სოფელ რუისში მდებარე შპს „ფაჩუჩა“ შეამოწმეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირების

შედეგად სასაკლაოზე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. ამასთან, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობას სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს „ფაჩუჩა“ დაჯარიმდა და გამოვლენილი დარღვევების გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები