ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა
საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული სიგარეტის
კანონდარღვევით შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს.
საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და მათ მართვაში არსებული
სატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერებისას, მებაჟე
ოფიცრებმა წინასწარ მოწყობილ სამალავებში
განთავსებული 180 კოლოფი
უაქციზო თამბაქოს ნაწარმი აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად,
ორივე სამართალდამრღვევ მოქალაქეს არადეკლარირებული საქონელი
ჩამოერთვა და სანქციის სახით თითოეულს 1000-1000-ლარიანი ჯარიმა
დაეკისრა.