მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელები, თამთა
ნავერიანი და თიკა შავაძე, საქართველოს ნაკრებ გუნდის შემადგენლობაში,
მშვილდოსნობაში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მიიღებენ
მონაწილეობას.
ევროპის ჩემპიონატი მიმდინარე წლის
20-25 ივლისს, იტალიაში, ქალაქ
რომში გაიმართება.
სპორტსმენების პირადი მწვრთნელები არიან გიორგი გორდეზიანი და ეკა
აბაიშვილი.
მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ონლაინ რეჟიმში (
https://info.ianseo.net/EYC26/ ) თვალი ადევნოს ევროპის ჩემპიონატს
მშვილდოსნობაში და უგულშემატკივროს სპორტსმენებს.