შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის
ორი მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების პირადი
და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, მათ შორის სარეალიზაციოდ
დაფასოებული 331 შეკვრა „მარიხუანა“ ამოიღეს. პოლიციის მიერ, ასევე,
ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების
დაფასოებისთვის განკუთვნილი
მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე
კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.