საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლოზე“ 13 300-ზე მეტი ვარდის ტოტი შეაჩერეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“ უცხო ქვეყნიდან შემოსული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს, რომელსაც 13 350 ცალი ვარდის ტოტი გადაჰქონდა.

საბაჟო დეპარტამენტის

სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო-საკარანტინო პროცედურების განხორციელებისას, საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოავლინეს.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში უკან გაბრუნებას დაექვემდებარა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები