ყიზილ-აჯლოში, ხრამ არხზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობისათვის მეოთხე თვეა ტენდერებს აცხადებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ყიზილ-აჯლოში, ხრამ არხზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობის მიზნით ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.

აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ელექტრონული შესყიდვა უკვე მესამედ გამოცხადდა. პირველი ტენდერი მერიამ მიმდინარე წლის 24 აპრილს გამოაცხადა, თუმცა პროცედურა შეწყვიტერს. ახლი ტენდერი მეორედ 15 ივნისს გამოცხადდა, მაგრამ კონკურსში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია, შესაბამისად, ტენდერი არ შედგა. მესამე, მორიგი მცდელობა მერიას 27 ივლისიდან

აქვს.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 4 აგვისტოს იწყება და 7 აგვისტოს დასრულდება.

შპს „ბიზნეს-ინჟინერთა კავშირის“ მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ყიზილ-აჯლოში ძველი გადასასვლელის სანაცვლოდ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რკინაბეტონის ხიდი უნდა აშენდეს:

  • ხიდის პარამეტრები: ახალი საავტომობილო ხიდის საერთო სიგრძე 8.7 მეტრი იქნება (სქემით 1×8.0 მ), ხოლო სავალი ნაწილის სიგანე 4.5 მეტრს შეადგენს.
  • კონსტრუქცია: მალის ნაშენი რკინაბეტონის ანაკრები ფილებისა და მონოლითური ფენისგან მოეწყობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს მონოლითური რკინაბეტონის სანაპირო ბურჯებისა და საყრდენი კედლების მშენებლობას.
  • უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურა: ხიდზე დაიგება ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი (საერთო სისქით 7 სმ), დამონტაჟდება მემბრანული ჰიდროიზოლაცია, სეისმური იზოლატორები და ფოლადის დამცავი მოაჯირები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები