აჭარაში 20 500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჯგუფურად დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში ჯამში 20 500

აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100- და 50-დოლარიანი კუპიურები გაასაღეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები