პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადევნების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
11:57 / 29.07.2026
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო
მოპოვება-გავრცელებისა და ადევნების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა
ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე 27 ივლისს
დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა აპლიკაცია „WhatsApp“-ის
გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა და შეინახა სამი დაზარალებულის პირადი
ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტომასალა, ხოლო ერთ-ერთი
დაზარალებულის ფოტოები „Messenger“-ის საშუალებით სხვა პირს
გადაუგზავნა.
გარდა ამისა, დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად უკანონოდ
უთვალთვალებდა
ერთ-ერთ დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ
სახლთან და ამყარებდა მასთან არასასურველ კომუნიკაციას. აღნიშნულის
შედეგად, დაზარალებულმა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა და იძულებული გახდა
მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე
პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო
შენახვა და გავრცელება) და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „დ“
ქვეპუნქტით (ადევნება) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 7 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურას განცხადებით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების
სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე
მიმართა.