მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანება 2 ტონაზე მეტი თევზის ფილეს შესყიდვას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა ბაღების გაერთიანებამ საბავშვო ბაღებისთვის თევზის ფილეს შესყიდვის მიზნით 67 400 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ხელშეკრულების პროექტის თანახმად, გაერთიანება 2 002 კილოგრამი უმაღლესი ხარისხის თევზის ფილეს (ორაგულისებრთა ოჯახი) შესყიდვას გეგმავს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესასყიდი პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს მკაცრ სტანდარტებს:

• მახასიათებლები: თევზის ფილე უნდა იყოს მშრალი წესით გაყინული, უმაღლესი ხარისხის, არასასიამოვნო სუნის გარეშე. დაუშვებელია პროდუქტი იყოს

გამღვალი და ხელმეორედ გაყინული.
• წონა და დეფექტები: თითოეული თევზის წონა არ უნდა იყოს 250 გრამზე ნაკლები. პროდუქტს არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დეფექტები და ლორწო.
• უსაფრთხოება: საკვები პროდუქტი არ უნდა იყოს გენმოდიფიცირებული. მასზე გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური და სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.
• შეფუთვა და ვარგისიანობა: პროდუქცია დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით მუყაოს ყუთებში (1-დან 25 კგ-მდე შეფუთვით) და ჰქონდეს სრული ქართულენოვანი ეტიკეტი. საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა მოწოდების მომენტში საერთო ვადის არანაკლებ 70%-ს უნდა შეადგენდეს.

პროდუქტის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2026 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით.

პროდუქცია მარნეულის მუნიციპალიტეტის 14 საბავშვო ბაგა-ბაღში დარიგდება:

1. ქ. მარნეულის #1 საბავშვო ბაგა-ბაღი
2. ქ. მარნეულის #3 საბავშვო ბაგა-ბაღი
3. ქ. მარნეულის #4 საბავშვო ბაგა-ბაღი
4. სოფელ წერეთლის საბავშვო ბაგა-ბაღი
5. სოფელ საიმერლოს საბავშვო ბაგა-ბაღი
6. სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაგა-ბაღი
7. სოფელ თამარისის საბავშვო ბაგა-ბაღი
8. შაუმიანის სომხური საბავშვო ბაგა-ბაღი
9. შაუმიანის ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი
10. სოფელ შულავრის ბაგა-ბაღი
11. სოფელ ხიხანის საბავშვო ბაღი
12. სოფელ კაპანახჩის საბავშვო ბაღი
13. სოფელ ალგეთის საბავშვო ბაღი
14. სოფელ სადახლოს საბავშვო ბაღი


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები