დუშეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოძისის მიმდებარედ, მდინარე ქსანზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მოქალაქეები თევზს აკრძალული საშუალებით — ელექტროიარაღით იჭერდნენ.

ვინაიდან ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, შედგენილი მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ელექტროშოკი საფრთხეს უქმნის როგორც წყლის ბიომრავალფეროვნებას, ისე ა

დამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შესაბამისად, მისი დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონმდებლობით ისჯება.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 50-მდე ფაქტი გამოავლინეს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები