ავარიების ტოპ-10 გამომწვევი მიზეზი საქართველოში
2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1 267 ავტოსაგზაო შემთხვევა აღირიცხა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა.

გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 201, ხოლო დაშავდა - 1925 ადამიანი.

შსს-ს თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მომხდარი ავარიების რაოდენობა რეგიონების მიხედვით, ასე ნაწილდება.

  • თბილისი - 381 შემთხვევა;
  • აჭარა - 250 შემთხვევა;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 61 შემთხვევა;
  • იმერეთი - 138 შემთხვევა;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5 შემთხვევა;
  • შიდა ქართლი - 108 შემთხვევა;
  • ქვემო ქართლი - 110 შემთხვევა;
  • კახეთი - 95 შემთხვევა;
  • სამცხე-ჯავახეთი - 39 შემთხვევა;
  • მცხეთა-მთიანეთი - 54 შემთხვევა;
  • გურია - 26 შემთხვევა.
რაც შეეხება ავტოსაგზაოს შემთხვევების რაოდენობას ძირითადი გამომწვევი მიზეზების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-ივნისის სტატისტიკა ასეთია:

  • მოხვევის მანევრი - 295 შემთხვევა;
  • შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა - 255 შემთხვევა;
  • მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება - 212 შემთხვევა;
  • დისტანციის დაუცველობა - 210 შემთხვევა;
  • ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა - 185 შემთხვევა;
  • სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში - 88 შემთხვევა;
  • საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა - 68 შემთხვევა;
  • შეჯახება დაბრკოლებაზე - 61 შემთხვევა;
  • გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევა - 40 შემთხვევა;
  • მობრუნების მანევრი - 35 შემთხვევა.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები