ივანიშვილის მერის, კახა კალაძის ცნობით, ის მოვაჭრეები, რომლებსაც
კომერციული ფართები აქვთ
რუსთაველის გამზირზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში,
სარეაბილიტაციო პროცესში გათავისუფლებული იქნებიან საიჯარო
გადასახადებისგან.
"რუსთაველის გამზირზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში
ჩვენ გვაქვს კომერციული ფართები, რომლებიც გასხვისებულია იჯარით,
სარეაბილიტაციო პროცესში ეს ადამიანები და მოვაჭრეები გათავისუფლებული
იქნებიან საიჯარო გადასახადებისგან. საუბარია რუსთაველის გამზირის
N37-ზე, N1 გიმნაზიის წინ, ოპერასთან და თავისუფლების მოედნის
მიწისქვეშა გადასასვლელის ნაწილზე." -
განაცხადა
კალაძემ.
გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,
მიმდებარე ქუჩებზე დროებით გათიშულია ზონალურ-საათობრივი პარკირების
სისტემა და მოქალაქეებისთვის პარკირებით სარგებლობა, სამუშაოების
პერიოდში, უფასოა.
პარკირებით სარგებლობა უფასოა: თაბუკაშვილის, ვაჩნაძის, შენგელაიას,
ლეონიძის, სულხან-საბას, ინგოროყვას, გუდიაშვილის, ფურცელაძის,
ჯორჯაძის, ჭანტურიას, ლაღიძის, მესხიას, აბაშიძის, ჯავახიშვილის,
ახვლედიანის, ძმები კაკაბაძეების, ქიაჩელის, ნიკოლაძის, მიმინოშვილის,
გრიბოედოვის, ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, ჟვანიას, შევჩენკოს,
ლესია უკრაინკას, ძმები ზუბალაშვილებისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე.
ფოტო: BM.ge