შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და
ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო
ქვეყნის მოქალაქე დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო
შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და ბარგის შემოწმებისას
თბილისის
საერთაშორისო აეროპორტში ნივთმტკიცებად 200 აბი ფსიქოტროპული
ნივთიერება „პრეგაბალინი“ ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე
მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.