სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
სახელმწიფო
კონტროლის ფარგლებში ვანის მუნიციპალიტეტში შპს „შუამთა“ (მისამართი:
ვანი, სოფელი შუამთა, ზ. გამსახურდიას N2) არაგეგმურად შეამოწმეს.
ინსპექტირების შედეგად ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.
ასევე დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი გოჭებს სავალდებულო
აღიარებისა
და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კლავდა.
გამოვლენილი დარღვევების გამო ობიექტი დაჯარიმდა და მას საწარმოო
პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა
კანონმდებლობისა და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დაცვით
განახორციელონ.