მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მასწავლებელთა 79
ვაკანსიაა გამოცხადებული.
არსებული მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ რეგიონში კადრების
ყველაზე მწვავე დეფიციტი სწორედ იმ სფეროებში იგრძნობა, სადაც
პედაგოგებს კომპეტენციის დადასტურება და საგამოცდო ბარიერის გადალახვა
ყველაზე მეტად უჭირთ.
ღია პოზიციების დიდი ნაწილი ფიზიკაზე, ქიმიაზე, მათემატიკასა და
სახვით და გამოყენებით ხელოვნებაზე მოდის. მიმართულებებზე, რომლებიც
ქვეყნის მასშტაბითაც ყველაზე პრობლემურად ითვლება.
ვაკანსიები როგორც ქალაქის, ისე
რეგიონის სოფლების სკოლებს მოიცავს.
ყველაზე მეტი - 15 ვაკანსია სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლაშია, სადაც
სხვადასხვა საგნის (მათემატიკა, ისტორია, მუსიკა, ფიზიკური აღზრდა,
აზერბაიჯანული და რუსული ენები, დაწყებითები და კომპიუტერული
ტექნოლოგიები) გარდა, კადრებს ეძებენ სპორტისა და ხელოვნების
მიმართულებითაც.
კადრების დიდი საჭიროებით გამოირჩევა სოფელ დიდი მუღანლოს საჯარო
სკოლა, სადაც 12 ვაკანსიაა.
ვაკანსიებია ასევე:
• შულავერის №1 საჯარო სკოლა 6 ვაკანსია;
• დაშტაფის საჯარო სკოლა 6 ვაკანსია;
• ახკერპის საჯარო სკოლა 5 ვაკანსია;
• ყიზილაჯლოს №1 საჯარო სკოლა 5 ვაკანსია;
• კაჩაგანის №2 საჯარო სკოლა 5 ვაკანსია;
• ხოჯორნის საჯარო სკოლა 5 ვაკანსია.
დანარჩენი პოზიციები ნაწილდება მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვა
სოფლებისა და ქალაქის სკოლებზე (მაგალითად, მარნეულის №5, სადახლოს
№2, გიულიბაღის, შაუმიანის №1, წერეთლის და სხვა სკოლები), სადაც
ვაკანსიების რაოდენობა 1-დან 4-მდე მერყეობს.
გთავაზობთ
ბმულს, სადაც დეტალურად
შეგძლიათ იხილოთ სკოლების ჩამონათვალი, თავისუფალი ადგილების ოდენობა
და სახელფასო ანაზღაურება.