სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში,
არაგეგმური შემოწმების შედეგად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ
კოპიტნარში ინდივიდუალური მეწარმე კ. ბ.-ის კუთვნილ საწარმოში
დარღვევა გამოავლინეს.
ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი მწყრის კვერცხს
სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში
რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. გარდა ამისა, ობიექტზე დარღვეული იყო
მომხმარებლისთვის სურსათის
შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც.
კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი
შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი
ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს,
სურსათი აღიარების მინიჭების გარეშე არ აწარმოონ.