სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში,
სენაკის მუნიციპალიტეტში, ინდივიდუალური მეწარმე მ. ნ.-ას კუთვნილი
ფრინველთა, მათ შორის მწყრის, სასაკლაო შეამოწმეს. ობიექტის
მისამართია: სენაკი, სოფელი ნოსირი, 22-ე ქუჩა N27.
ინსპექტირებისას ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. ასევე
დაფიქსირდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე მწყრის დაკვლის
ფაქტი.
ამასთან, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობას სავალდებულო
აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე
ახორციელებდა.
კანონმდებლობის
შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და მას
საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მეწარმეებს მოუწოდებს, საქმიანობა
კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად განახორციელონ, პროდუქცია
შესაბამისი აღიარების გარეშე არ აწარმოონ და სურსათის უვნებლობის
სტანდარტები დაიცვან.