ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის
თანამშრომლებმა წალკის მუნიციპალიტეტში
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი
გამოავლინეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ადგილობრივმა მცხოვრებმა წალკაში, სახელმწიფო
ტყის ტერიტორიაზე, უკანონოდ მოიპოვა 4 კუბური მეტრი წიწვოვანი
სახეობის საშეშე მერქანი, რომლის
ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის
ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა.
სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
შედგა. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული
საშეშე მერქანი შემდგომი განკარგვის მიზნით წალკის „საქმიან ეზოში“
გადაიტანეს.