შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა
და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის
ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის
მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სამალავიდან ნივთმტკიცებად
განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნახევარ კილოგრამზე მეტი
ნარკოტიკული
საშუალება „კოკაინი“ ამოიღეს.
პოლიციამ მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.