2027 წლის 10 საუკეთესო ტურისტული მიმართულება მსოფლიოში - რეიტინგში საქართველოს ერთ-ერთი დასახლებაც მოხვდა
მაშინ, როდესაც ზოგიერთი ტურისტული მიმართულება ზედმეტი ტურიზმისგან იტანჯება, სხვებს, პირიქით, მეტი მოგზაურის მასპინძლობა სურთ.

ტურისტულმა ოპერატორმა Intrepid Travel-მა 2027 წლის რეიტინგი წარადგინა, სადაც მსოფლიოს 10 ნაკლებად ცნობილი მიმართულებაა გაერთიანებული, რომლებიც მზად არიან გაისად უფრო მეტ მოგზაურს უმასპინძლონ - წერს unian.net-ი.

„ეს პროექტი მხოლოდ ნაკლებად ცნობილი ადგილების ჩამონათვალი არ არის. მისი მიზანია შეცვალოს მიდგომა მიმართულებების არჩევასა და

მოგზაურობის ფორმატთან დაკავშირებით - შთააგონოს ადამიანები, აღმოაჩინონ მსოფლიოს ისეთი კუთხეები, სადაც ტურიზმს რეალური სარგებელი მოაქვს ადგილობრივი თემებისთვის, ეკონომიკისა და კულტურისთვის“,
- აღნიშნავენ რეიტინგის ავტორები.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ათეულის შერჩევა სამ ძირითად კრიტერიუმზე დაყრდნობით განხორციელდა. პროცესში გათვალისწინებული იყო როგორც Intrepid-ის ადგილობრივი გიდებისა და ექსპერტების გლობალური ქსელის გამოცდილება, ისე ტრენდების პროგნოზირებაზე სპეციალიზებული სააგენტოს, Globetrender-ის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევის მონაცემები:
  • დაბალი პოპულარობა მეზობელ ან ანალოგიურ მიმართულებებთან შედარებით;
  • ტურისტების მიღებისთვის მზადყოფნა - როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან;
  • სიახლე 2027 წელს - ახალი ინიციატივების გაშვება, სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება, ახალი ობიექტების გახსნა ან ინფრასტრუქტურის განვითარება.
10 ნაკლებად ცნობილი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში, რომელსაც 2027 წელს უნდა ესტუმროთ:
  • სამბურუს ეროვნული ნაკრძალი, კენია
  • დაბა მესტია, საქართველო
  • ჩრდილოეთ მთიანეთი, იორდანია
  • ქალაქი უაითჰორსი, კანადა
  • კუნძული ალონოსოსი, საბერძნეთი
  • ქალაქი დილი, აღმოსავლეთი ტიმორი
  • პეკოეს ბილიკი, შრი-ლანკა
  • ქალაქი ლიეპაია, ლატვია
  • ავტომაგისტრალი კარეტერა ავსტრალი, ჩილე
  • დალსლანდის პროვინცია, შვედეთი
წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები