ბათუმში იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული ბათუმში, გადამოწმების მიზნით გააჩერეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებულის პირადი და

საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ იქნა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები