საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის
ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სურსათის ეროვნული
სააგენტოს ზოოვეტერინარი
დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბრალდებულმა
მომხმარებელს, ფულადი თანხის სანაცვლოდ, ლაბორატორიული გამოცდის
ოქმები გადასცა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე
მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.