შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი
თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით,
ორი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში იმ დროს დააკავეს, როდესაც
ისინი ერთ-ერთი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გასაღებისთვის
გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ.
პოლიციამ სხვადასხვა
ადგილიდან ნივთმტკიცებად 57 შეკვრად დაფასოებული
ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე კვარტა
მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.