ყალბი რეცეპტის დამზადება-გაცემისთვის კახეთში ექიმი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ყალბი რეცეპტის დამზადება-გაცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ კახეთის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა ექიმმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით

3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყება საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულისა და კორუფციული გარიგებების აღკვეთის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გააგრძელებს მკაცრ პრევენციულ და ოპერატიულ ღონისძიებებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები