საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე
ოფიცრებმა, „სარფის“ საბაჟო გამშვებ
პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით
შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.
უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის
მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი
მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებების დეტალური
დათვალიერების შედეგად, ჯამში
642 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი
აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად,
ექვსივე კანონდამრღვევი მოქალაქე სანქციის სახით დაჯარიმდა და
არადეკლარირებული საქონელი ჩამოერთვა.