გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა
თბილისში ნადირობის წესების დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს.
ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, თელოვანის მიმდებარედ, მოქალაქე
ნადირობდა ცეცხლსასროლი იარაღით. მუხათგვერდის მიმდებარედ გამოვლენილ
შემთხვევაშ კი მოქალაქე ნადირობისას, გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთან
ერთად, აკრძალულ საშუალებას — ფარს (პროჟექტორს) იყენებდა. მას ასევე
არ ჰქონდა გადახდილი გადამფრენი ფრინველების გარემოდან ამოღებისთვის
კანონმდებლობით
დადგენილი მოსაკრებელი.
ლისის ტბის, მუხათგვერდისა და დიდი ლილოს მიმდებარედ დეპარტამენტის
თანამშრომლებმა ნადირობის 3 ერთეული აკრძალული საშუალება — ფრინველის
მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა, ე.წ. „მანოკი“ გამოავლინეს.