ფინანსთა სამინისტრომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია
გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად,
მომდევნო წელს მთავრობის ასიგნებების მოცულობა 1.2 მლრდ ლარით
გაიზრდება და 32.071 მლრდ ლარს მიაღწევს. ამასთან, მთავარი ფინანსური
დოკუმენტის პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული
იქნება 117 164 ადამიანი, რომელთა სახელფასო ანაზღაურებაზე ჯამში
3.736 მლრდ ლარამდე დაიხარჯება. ეს კი მიმდინარე წლის გეგმასთან
შედარებით 315.7 მლნ ლარით მეტია.
რაც
შეეხება კონკრეტულად სამინისტროებს, ყველაზე დიდი დაფინანსება
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქვს - 10.479 მლრდ ლარი,
რაც 2026 წლის გეგმაზე 811.2 მლნ ლარით მეტია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი
3.297 მლრდ ლარია, ზრდა - 183.3 მლნ ლარი.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, კონკრეტულად, რა თანხას
მიიღებენ სამინისტროები, პარლამენტი, პრეზიდენტისა და მთავრობის
ადმინისტრაციები:
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - 31 000 000 ლარი;
- პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 11 000 000 ლარი;
- პარლამენტი - 91 544 000 ლარი;
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო- 10 479 800 000
ლარი;
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2 928 000 000
ლარი;
- კულტურის სამინისტრო - 370 000 000 ლარი;
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 3 296
900 000 ლარი;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 1 015 000 000
ლარი;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 1 457 000 000
ლარი;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - 145 000 000 ლარი;
- იუსტიციის სამინისტრო - 490 350 000 ლარი;
- საგარეო საქმეთა სამინისტრო - 232 800 000 ლარი;
- თავდაცვის სამინისტრო - 1 965 000 000 ლარი;
- შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1 680 000 000 ლარი.
ცნობისათვის, ეს არის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც
შესაძლოა, დამტკიცებამდე დაკორექტირდეს.