შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა აჭარაში ინტერპოლის
წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს გერმანიის
სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით ეძებდნენ სხვადასხვა მძიმე
კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის გამოძალვის მიღების მიზნით
ჩადენილი გატაცების, გაუპატიურებისა და სხეულის დაზიანების
ბრალდებით.
უწყების ცნობით, დაკავებულებმა
საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ჯერ
კიდევ იმ პერიოდში გადმოკვეთეს, როდესაც მათზე საერთაშორისო ძებნა
გამოცხადებული არ იყო.
ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო
პროცედურები მიმდინარეობს.