შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ორი
პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების
შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ედებათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების
ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს 67
შეკვრად დაფასოებული „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“,
მცენარე „კანაფი“ და
„მარიხუანა“.
პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალების დასაფასოებლად საჭირო
მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე
კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.