ხობის მუნიციპალიტეტში ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევა ხობის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს.

სოფელ თორსა-დღვაბაში, ოქროს საწმისის უბანში მდებარე

არხში, მოქალაქეებმა ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს კობრისა და კარჩხანას სახეობის თევზი.

ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. ფაქტის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები