საქართველოდან 107 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეებში უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

უწყების ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა იორდანიის, ინდოეთის, ეგვიპტის, ლიბანის, ალჟირის, ფილიპინების, სომხეთის, უზბეკეთის, თურქეთის, რუსეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, ერაყის, კენიის, ნეპალის,

ნიგერიის, ტაილანდისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

შსს-ის ცნობით, მიმდინარე წელს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან ჯამში 3300-მდე პირი გააძევეს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები