აზერბაიჯანის მმართველი (სამთავრობო) პარტიის — „ახალი აზერბაიჯანის“
(YAP) VIII
ყრილობაზე პარტიის წესდებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა.
სააგენტო
APA-ს ინფორმაციით, ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებით,
წესდებიდან ამოიღეს ნორმა, რომელიც პარტიის თავმჯდომარის
უფლებამოსილების ვადას 5 წლით ზღუდავდა.
განხორციელებული ცვლილების შედეგად, პარტიის თავმჯდომარის არჩევის
წესი შეიცვალა და მოქმედი ლიდერის, ილჰამ ალიევის უფლებამოსილების
ვადა განუსაზღვრელი (უვადო) გახდა.