თბილისში ბინებში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ღამით თბილისში მდებარე ბინაში უკანონოდ შეაღწია. ბინაში ამ დროს მეპატრონეები იმყოფებოდნენ. ბრალდებული 33 400 ლარის ღირებულების ძვირფასეულობას დაეუფლა. მას შემდეგ, რაც ბინაში მყოფმა პირებმა იგი შენიშნეს, ბრალდებული შემთხვევის

ადგილიდან მიიმალა.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, გამოძიების ინფორმაციით, მან თბილისში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 178-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები