სარფის გავლით მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 2 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის „სარფის“ გვერდის ავლით, მის მართვაში არსებული ავტომანქანის გამწევის სატვირთო ნაწილში მიგრანტი უკანონოდ დამალა და საქართველოში გადმოიყვანა.

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის დროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ორივე პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 344¹ მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები