ბათუმის აეროპორტში 864 კაფსულა და აბი ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის „ბათუმის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს.

ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ბარგის დეტალური შემოწმების შედეგად, საერთო ჯამში, აღმოჩენილი

იქნა 864 ერთეული ფსიქოტროპული პრეპარატი, მათ შორის 54 კაფსულა „Pregabalin“, 100 აბი „Poxakim“, 200 კაფსულა „Nopaintin“, 180 აბი „Clonazepam-Sobhan“ და 330 კაფსულა „Gabax“.

კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები