პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სრულდება
თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენა,
რის შედეგად ძველი მგზავრობის დრო - 6 საათი განახევრდება და
თბილისიდან ახალციხემდე მგზავრობას მხოლოდ 3 საათი დასჭირდება.
ამასთან, პრემიერის ცნობით, დაგეგმილია თბილისი-ქუთაისის ახალი
სამგზავრო რეისის დანიშვნა და ბორჯომი–ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის
აღდგენა.
გარდა ამისა, როგორც პრემიერ-მინისტრმა რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2026 წლის პირველი 9
თვის მონაცემებით,
სარკინიგზო გადაზიდვები 13 პროცენტით გაიზარდა და
ბოლო ათწლეულის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
“ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენასთან ერთად,
არსებული მოძრავი შემადგენლობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე
ვასრულებთ თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენას, რის
შედეგადაც ძველი მგზავრობის დრო - 6 საათი განახევრდება და მხოლოდ 3
საათი დასჭირდება მგზავრობას თბილისიდან ახალციხემდე.
ასევე, დაგეგმილია თბილისი-ქუთაისის ახალი სამგზავრო რეისის დანიშვნა.
დაგეგმილია ჩვენთვის ძალიან მნისვნელოვანი - მგრძნობიარე პროექტის,
ბორჯომი–ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის აღდგენა. განხორციელებული
ცვლილებების შედეგად, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო
საათნახევრით - 5,5 საათიდან 4 საათამდე შემცირდა, რითაც ჩვენი
მოქალაქეები და ჩვენი სტუმრები სარგებლობენ, ხოლო სატვირთო
მატარებლების მიერ საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთის დრო განახევრდა,
რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის
გაძლიერებისთვის. 2026 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სარკინიგზო
გადაზიდვები 13 პროცენტით გაიზარდა და ბოლო ათწლეულის რეკორდულ
მაჩვენებელს მიაღწია“, - განაცხადა პრემიერმა.