შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
სამინისტროს
შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში
საქართველოდან უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე გააძევეს.
სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული
კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გააძევეს პაკისტანის,
ეგვიპტის, ბანგლადეშის, რუსეთის, აზერბაიჯანის,
თურქმენეთის, ერაყის,
ინდოეთის, ლიბანის, მაროკოს, ნიგერიის, სომხეთის, თურქეთის, ბურუნდის,
ვიეტნამის, კენიის, იორდანიის, ნეპალის, უგანდისა და სხვა ქვეყნების
მოქალაქეები. ჯამში საქართველოდან 112 პირი გააძევეს.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს საქართველოში
შემოსვლა აეკრძალათ.