შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა სხვადასხვა
დროს 3 პირი დააკავეს. დაკავებულებს ბრალად განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა,
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა,
კულტივირება-მოყვანა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო
მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის მიერ ჩატარებული
ჩხრეკების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია 100 კილოგრამამდე
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე — „კანაფი“ და
„მარიხუანა“.
ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 265-ე პრიმა
და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაულები 6 წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.