შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის აჭარის
მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს,
ორი პირი დააკავეს.
მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში
შემოტანას ედავებიან.
სამართალდამცველებმა საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ ტერიტორიაზე
ბრალდებულების პირადი და ხელბარგის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად
ამოიღეს 93 კაფსულა ე.წ. „ლირიკა“, ფსევდოეფედრინის შემცველი
72 აბი
და 62 აბი „ტრამადოლი“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე,
262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.