ოქტომბერში ოთხ ქალაქში ავტომობილების გამონაბოლქვის ნორმების დარღვევის 779 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ავტომობილების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 779 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, 446 სამართალდარღვევა თბილისში დაფიქსირდა, 150 — ქუთაისში, 141 — ბათუმში, ხოლო 42 — რუსთავში. გამოვლენილი შემთხვევებიდან 684 ფიზიკურ პირებს, 95 კი იურიდიულ პირებს უკავშირდება.

სამართალდარღვევების

471 ფაქტი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, 290 — მიკროავტობუსებზე, ხოლო 18 — სატვირთო ავტომობილებზე.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ინსპექტორები ოთხ ქალაქში მოძრავი ავტომობილების გამონაბოლქვს ყოველდღიურად ამოწმებენ.

უწყების ცნობით, კონტროლის დაწყებიდან დღემდე გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, შეიძინეს ჰიბრიდული ავტომობილები და ეკიპაჟები შესაბამისი საზომი ხელსაწყოებით აღჭურვეს. ასევე, პერიოდულად ტარდება თანამშრომელთა გადამზადება.

დეპარტამენტის განცხადებით, ამ ცვლილებების შედეგად თანამშრომლებს მეტი ლოკაციის დაფარვისა და მეტი ავტომობილის შემოწმების შესაძლებლობა აქვთ. 2026 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში კი ავტომობილების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 7 635 ფაქტი გამოვლინდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები