საქსტატის მიხედვით, 2026 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით
ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9%,
ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9% შეადგინა.
ამავე მონაცემების მიხედვით, საბაზო ინფლაციამ 2026 წლის
ოქტომბერში,გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4% შეადგინა,
ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.9%-ით
განისაზღვრა.
საქსტატის თანახმად, წელს ყველაზე გაიაფებულ პროდუქტებს შორის არის
ციტრუსები და უმაღლესი სასწავლების გადასახდელი.
უფრო კონკრეტულად,
“ბიზნესპრესნიუსი” სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე
დაყრდნობით გთავაზობთ ჩამონათვალს, რა გაიაფდა წელს სექტემბერში,
გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად:
- ქლიავი - 50.4%
- კივი - 41.8%
- უმაღლესი სასწავლებლის გადასახდელი - 32.9%
- მანდარინი - 32.4%
- ლიმონი - 27.7%
- მწვანე ლობიო - 26.4%
- წიწაკა - 25.2%
- ნიორი - 23.5%
- საზამთრო - 20.8%
- გაზქურა - 18.5%