2026 წლის 9 თვეში საქართველოს მთავრობის მიერ მივლინებებზე გაწეული
ხარჯები გაიზარდა
- ამის შესახებ ირკვევა ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში მივლინებებზე
42.977 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, ეს კი მაშინ, როცა 2025 წლის იმავე
პერიოდში სამივლინებო ხარჯები 37.194 მლნ ლარს აღემატებოდა.
ანგარიშის თანახმად, გაზრდილია კვებაზე გაწეული ხარჯებიც. ასე
მაგალითად, 2026 წლის
9 თვეში კვების ხარჯები 115.216 მლნ ლარს
აჭარბებდა, ეს კი მაშინ, როცა შარშან იმავე პერიოდში 109.781 მლნ
ლარზე მეტი იყო.
საანგარიშო პერიოდში გაზრდილია მთავრობის წარმომადგენლობითი ხარჯებიც.
კერძოდ, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ამ კატეგორიაში დახარჯულია
14.087 მლნ ლარზე მეტი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იმავე
პერიოდში წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 18.152 მლნ ლარს
გადააჭარბა.