თბილისში სასტუმროების გაქურდვისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერში თბილისში მდებარე რამდენიმე სასტუმრო გაქურდა. გარდა ამისა, მან ორჯერ სცადა სასტუმროებში მოქალაქეებისთვის კუთვნილი ნივთების უკანონოდ დაუფლება, თუმცა დანაშაულის ჩადენა ვერ შეძლო.

ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე დააკავეს.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები