საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო
პროკურატურასთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების
ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონო მატერიალური სარგებლის
მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში ყალბ 50- და 100-დოლარიან კუპიურებს
ასაღებდა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა ჯამში 13 400 აშშ
დოლარის ნომინალური ღირებულების 231 ყალბი ბანკნოტი გაასაღა. მათ
შორის იყო 194 ცალი 50-დოლარიანი და 37
ცალი 100-დოლარიანი
კუპიურა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ბანკნოტები სრულად
ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით
მიმდინარეობს.