სიახლე
ისრაელში 31 წლის ქართველი მოკლეს: "ყელში დანა ჰქონდა დარტყმული... ემიგრანტმა ქალმა მოკლაო"
პირ­ველ იან­ვარს ის­რა­ელ­ში ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს. გარ­დაც­ვლი­ლია 31 წლის მი­ხე­ილ წიკ­ლა­უ­რი, რო­მე­ლიც ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე იყო.
მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ემიგ­რან­ტე­ბის იმე­დის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძემ გა­ავ­რცე­ლა. მოკ­ლუ­ლის დე­დამ მას ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით მი­ა­წო­და:

"ის­რა­ელ­ში ვარ ემიგ­რან­ტი, ვარ გამ­წა­რე­ბუ­ლი დედა... ჩემი შვი­ლი პირ­ველ იან­ვარს მო­მიკ­ლა ქარ­თველ­მა ემიგ­რან­ტმა ქალ­მა, და­ნით და­მი­სე­რა შვი­ლი. ვი­ნა­ი­დან იმის თან­ხა არ მქონ­და შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­მეს­ვე­ნე­ბი­ნა, ის­რა­ელ­ში დავ­კრძა­ლეთ. ერთი თხოვ­ნა მაქვს: სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვარ, ჩემი შვი­ლი მინ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ვას­ვე­ნო. უფალს ვთხოვ, სურ­ვი­ლი შე­მის­რულ­დეს" - მის­წე­რა შვილმკვდარ­მა დე­დამ შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძეს.

გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდას დე­დას AMBEBI.GE ის­რა­ელ­ში და­უ­კავ­შირ­და. ნა­ნუ­ლი სუ­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ოჯა­ხით ცხოვ­რო­ბენ ის­რა­ელ­ში და მისი ვაჟი ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე იყო.

"ჩემი შვი­ლი 9 წელი ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე იყო. 4 იან­ვარს შუ­ა­დღი­სას ჩვენ­თან მო­ვი­და პო­ლი­ცია და ჩემს მე­უღ­ლეს და ქა­ლიშ­ვილს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, სამ­სა­ხურ­ში არ გა­მო­ცხად­და და ეძე­ბე­ნო... ჩემი შვი­ლი ცხოვ­რობ­და ბათ-იამ­ში, თელ-ავი­ვის რა­ი­ონ­ში. მი­ვიდ­ნენ მას­თან სახ­ლში, შე­ამ­ტვრი­ეს კა­რე­ბი და ყელ­ში დანა დარ­ტყმუ­ლი დახ­ვდათ... გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მე ბევ­რი არა­ფე­რი ვიცი, ემიგ­რან­ტმა ქალ­მა მოკ­ლაო, ქერა კუ­ლუ­ლამ, ქარ­თველ­მა" - გა­ნა­ცხა­და წიკ­ლა­ურ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ის­რა­ელ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო. რო­გორც მოკ­ლუ­ლის დე­დამ გა­ნა­ცხა­და, მათ უწყე­ბე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით ჯერ არ მი­უ­მარ­თავთ.

წყარო: ambebi.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია