თბილისში ხანძარს 101 წლის ვეტერანი ემსხვერპლა
დღეს დილით, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე , სამამულო ომის მუზეუმის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 1918 წელს დაბადებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, 101 წლის მოხუცი მუზუმის მეორე სართულზე სწორედ იმ ოთახში ცხოვრობდა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა. მოხუცი, სავარაუდოდ, კვამლმა გაგუდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ცხედარი მეხანძრე-მაშველების მისვლამდე აღმოაჩინეს.

გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსისი 187 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების გულისხმობს, რამაც ცეცხლის წაკიდებით და გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები