“შეგვეძლება ხმა მივცეთ აიფონით” – ენმ შიდაპარტიულ ელექტრონულ კენჭისყრას ნერგავს
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ენმ-ში შიდაპარტიული საკითხების გადასაწყვეტად ელექტრონული კენჭისყრის გამოყენება უნდა დაინერგოს.

საუბარია პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს წევრების არჩევნებზე, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პოზიციის შეჯერებაზე. სამომავალოდ სააკაშვილის თქმით, ამ გზით შეიძლება დაკომპლექტდეს საარჩევნო სიებიც.

სააკაშვილის განცხადებით, პარტიას 400 000-მდე აქტიური წევრი და მხარდამჭერი ჰყავს, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უნდა ჩაერთონ.

რაც შეეხება მექანიზმს, მისი თქმით, შეიქმნება აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ადამიანები არჩევანის გაკეთებას მარტივად შეძლებენ სმარტფონების მეშვეობით.

სააკაშვილის თქმით, საჭიროა თავმჯდომარის არჩევა და პოლიტსაბჭოს სიის განახლება.

“თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება”, – მიმართა სააკაშვილმა მხარდამჭერებს. “ჩვენ შეგვეძლება ხმა მივცეთ ჩვენი აიფონით, აპლიკაციით, რომელიც ჩვენ გვექნება აიფონში”.

მისივე თქმით, პარტიის ბირთვი ამ აპლიკაციას უახლოეს მომავალში შექმნის.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები