ეკონომიკის ყოფილი მინისტრის თქმით, სახელმწიფო კომპანიები ნეპოტიზმისა და მიკერძოებული გარიგებების ბუდეა
ეკონომიკის ყოფილმა მინსიტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო კომპანიები არის "არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდე". მისი თქმით, სახელმწიფო კომპანიები წაარმოადგენენ საქართველოს ეკონომიკის დიდ ნაწილს და საჭიროა მათი ნაწილობრივ პრივატიზაცია.

"სტრატეგიული ინტერესები უნდა დავიტოვოთ, მაგრამ ნაწილობრივი პრივატიზაციის გარეშე ჩვენ ამ პრობლემას ვერ გადავწყვიტავთ", — განაცხადა მან.

ქობულია პარლამენტში დამოუკიდებელი და ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილის თხოვნით მივიდა. ყოფილი ეკონომიკის მინისტრი საკუთარ მოღვაწეობას აფასებს და დაინტერესებული პირების კითხვებს პასუხობს.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი 18 აპრილს მოაწერა. 4 მაისს შაბათის კურიერში გავიდა ქობულიას კომენტარი, სადაც ის ამბობდა, რომ თანამდებობა თავისი ნებით არ დაუტოვებია.

"ხედვებში არ მოხდა თანხმობა ჩემსა და მმართველი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას შორის. ის პრინციპები, რაზეც მეგონა, რომ ჩემი მინისტრობის დასაწყისში შევთანხმდით, ჩემი აზრით, არ გამართლდა. ამას მოყვა ის, რაც მოხდა", — განაცხადა ქობულიამ.

წყარო: On
Print