რუსთავის მეტალურგიულში მუშების ნაწილი გაიფიცა
დღეს, 16 მაისს, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში 100-მდე მუშა გაიფიცა. ქარხნის მარკეტინგის მენეჯერმა სალომე იასეშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ მუშებს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ – ხელფასის მომატება და სამცვლიანი სისტემიდან ოთხცვლიანზე გადასვლა. იასეშვილის თქმით, ამჟამად მუშაობს 3 ბრიგადა და, როგორც მუშებმა ქარხნის ადმინისტრაციას განუცხადეს, შესასრულებელ სამუშაოს ვერ უმკლავდებიან და სწორედ ამიტომ ითხოვენ მეოთხე ბრიგადის დამატებას.

სალომე იასეშვილი როგორც ამბობს, ქარხნის ადმინისტრაციამ მუშების მოთხოვნების განსახილველად ერთდღიანი ვადა ითხოვა, რათა დაიანგარიშოს, თუ რა დაუჯდება ქარხანას მათი შესრულება და, შესაბამისად, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

წყარო: ნეთგაზეთი
Print