სიახლე
გამოკითხულა 59% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს – NDI
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს, 21 მაისს, გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 59 მიიჩნევს, რომ დაუსაქმებელია.

კვლევის ფარგლებში ადამიანებს ჰკითხეს, თვლით თუ არა თავს დასაქმებულად? 59%-მა უპასუხა, რომ არ თვლის და მხოლოდ 41% მიიჩნევს, რომ დასაქმებულია. დასაქმების აღქმის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 2010 წლის შემდეგ.



აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია